სატურნი
სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
No comments:
Post a Comment